logo
ENG



დუმაში ამბობენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმი" შესაძლებელია მაისი-ივნისში ჩატარდეს

31 მარ 202212:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/ob05c0qzfhti1rq.jpg

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლებელია მაისი-ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ TASS-სთან დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა.

"ვფიქრობ, 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რეფერენდუმის ვადები უკვე გასაგები იქნება, როდის გამოაცხადებენ. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ის ჩაატარებს ამ პროცედურას. ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება - მაისი-ივნისი", - თქვა ვოდოლაცკიმ.

30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

გარდა ამისა, ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.


close დახურვა